06:49 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-15 09:55:23, 383 ნახვა

მსოფლიო
მედია - ისრაელზე ირანის თავდასხმასთან დაკავშირებით, გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა გაიმართა

გაეროს უშიშროების საბჭოში საგანგებო სხდომა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, შეხვედრა მას შემდეგ დაინიშნა, რაც ისრაელმა საბჭოს სთხოვა, დაეგმო ირანის თავდასხმა და ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსი ტერორისტულ ორგანიზაციად გამოეცხადებინა.

მათივე ინფორმაციით, საბჭოს სხდომა გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა გახსნა გაფრთხილებით, რომ ახლო აღმოსავლეთი "ზღვარზეა".

“რეგიონში მცხოვრები ხალხი დამანგრეველი, სრულმასშტაბიანი კონფლიქტის რეალური საფრთხის წინაშე დგას, ახლა არის განმუხტვის და დეესკალაციის დრო, ახლა მაქსიმალური თავშეკავების დროა, დროა, დავიხიოთ ზღვარზე“, - განაცხადა გენერალურმა მდივანმა.

შეგახსენებთ, 14 აპრილს, ირანმა ისრაელის მიმართულებით ასობით დრონი და რაკეტა გაუშვა. გაშვებული რაკეტების და დრონების 99 % ისრაელმა და აშშ-მა ერთობლივად ჩამოაგდეს. ისრაელზე ირანის თავდასხმის შემდეგ, სამედიცინო დახმარება 31-მა ადამიანს დასჭირდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics