06:49 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-13 11:47:51, 468 ნახვა

მსოფლიო
აშშ ამტკიცებს, რომ ჩინეთი ხელს უწყობს რუსეთის სამხედრო ძალაუფლების გაძლიერებას

ჩინეთი ეხმარება რუსეთს საბჭოთა დროიდან მოყოლებული ყველაზე დიდი სამხედრო ექსპანსიის განხორციელებაში, რაც ხელს უწყობს მოსკოვის თავდაცვის წარმოების გაძლიერებაში აღჭურვილობის მიწოდების გზით, - ამის შესახებ წერენ Reuters და AFP აშშ-ის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით.

სააგენტოების თანამოსაუბრეების თქმით, ანონიმურობის პირობით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ეს საკითხი ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან ბოლო სატელეფონო საუბრისას დააყენა; ის ასევე არის დისკუსიის საგანი აშშ-ს მოკავშირეებთან ევროპასა და მთელ მსოფლიოში.

მოკლე ბრიფინგზე ჟურნალისტებისთვის წარდგენილი ზოგიერთი ინფორმაცია ეფუძნებოდა გასაიდუმლოებულ დაზვერვას.

როგორც AFP ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, ჩინეთი, რუსეთს ეხმარება რიგ სფეროებში, მათ შორის ბალისტიკური რაკეტების წარმოებისთვის საჭირო დრონებისა და ჩარხების ერთობლივ წარმოებაში.

”რუსეთი საბჭოთა კავშირის შემდეგ ყველაზე ამბიციურ თავდაცვის გაფართოებას ახორციელებს და ბევრად უფრო მოკლე დროში, ვიდრე ჩვენ გვგონია, რომ შესაძლებელია,” - თქვა ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრაზე.

„ჩვენ გვჯერა, რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც შეგვიძლია გადავდგათ ამ დროს უკრაინის მხარდასაჭერად, არის დავარწმუნოთ პეკინი, შეწყვიტოს რუსეთის დახმარება სამხედრო ინდუსტრიული ბაზის აღდგენაში. რუსეთისთვის რთული იქნება სამხედრო ძალისხმევის შენარჩუნება ჩინეთის დახმარების გარეშე.“, - თქვა მან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics