|
2024-04-07 14:55:39, 592 ნახვა
ომი უკრაინაში
ერმაკი - უკრაინელები, შესაძლოა, დაიღალნენ, მაგრამ რუსეთთან კომპრომისზე არ წავლენ
უკრაინელები, შესაძლოა, დაიღალნენ, მაგრამ რუსეთთან კომპრომისზე არ წავლენ,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, ანდრეი ერმაკმა Politico-სთან ინტერვიუში განაცხადა. ერმაკის თქმით, საომარ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის მოსახლების განწყობა "კვლავ ძლიერია". "ადამიანებმა, შესაძლოა, თქვან, რომ დაღლილები არიან, მაგრამ თუ ჰკითხავთ, სურთ თუ არა რუსეთთან კომპრომისზე წასვლა, ისინი ხაზგასმით ამბობენ უარს. და ის ფაქტი, რომ ხალხი უკრაინაში რჩება ოჯახებთან ერთად, დასტურია იმისა, რომ ზოგადად, ხალხის განწყობა კვლავ ძლიერია",- ამბობს ერმაკი. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის თქმით, მოსკოვთან შეთანხმება "ახლა სრულიად შეუძლებელია". "რუსები არ არიან დაინტერესებული მოლაპარაკებებით. მათ სურთ უკრაინის კაპიტულაცია, მაგრამ ეს არასდროს მოხდება - ჩვენ ყველანი, ვინც უკრაინაში ვართ, არ მივიღებთ რამე კომპრომისს ჩვენს დამოუკიდებლობაზე, ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობაზე, ჩვენს თავისუფლებაზე. პრეზიდენტი არასდროს დათანხმდება ისეთ რამეზე, როგორიც არის მინსკის შეთანხმებები ან გაყინული კონფლიქტი - ამაში დარწმუნებული ვარ",- აცხადებს ერმაკი. მისივე თქმით, ქვეყანა დამატებით საჰაერო თავდაცვის სისტემებს კვლავ საჭიროებს. ”ჩვენ ჯერ კიდევ კრიტიკულად გვჭირდება დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემები, რადგან მათ გარეშე ჩვენთვის შეუძლებელია ჩვენი ქალაქების დაცვა",- განაცხადა ერმაკმა.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)