05:24 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-02 12:17:07, 459 ნახვა

მსოფლიო
აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებენ

სოხეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა, 1-ელ აპრილს ცეცხლი აზერბაიჯანის საბრძოლო პოზიციებს, საზღვრის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში გაუხსნეს,- ამის შესახებ ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა დეველის რაიონის სოფელ არაზდეიენისა და გარაკილსეს რაიონის სოფელ საიბალის დასახლებების პოზიციებიდან, ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის სადარაკის რაიონის სოფელ ჰეიდერაბადისა და შაჰბუზის რაიონის სოფელ ბიჩენეკის მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნეს.

სომხეთი ბრალდებებს უარყოფს. ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა, 1-ელ აპრილს, 22:00 საათზე, სოფელ კუტის (გეღარქუნის რაიონი) და 2 აპრილს 00:40 საათზე სოფელ თეღის (სიუნიკის რაიონი) მიდამოში ცეცხლი სომხურ პოზიციებს გაუხსნეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics