|
2024-04-01 15:37:25, 709 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისი აქტივების მართვის“ და საქართველოში პირველი საკრედიტო ფონდის 30 000 000 აქცია სრულად განთავსდა ინვესტორებზე
დივერსიფიცირებული საკრედიტო პორტფელი, როგორც "თიბისი აქტივების მართვის", ასევე საქართველოში პირველი საკრედიტო ფონდია, რომლის 30 000 000 აქცია სრულად განთავსდა ინვესტორებზე. ფონდის შესახებ, კაპიტალის ბაზრის საერთაშორისო კონფერენციაზე, საქართველოში აქტივების მართვის პერსპექტივებთან დაკავშირებული პანელური დისკუსიის ფარგლებში ისაუბრეს. ფონდმა 2022 წელს დაიწყო საქმიანობა, საქართველოს საინვესტიციო ფონდების შესახებ 2020 წელს ამოქმედებული კანონის შესაბამისად. "თიბისი აქტივების მართვისა" და დივერსიფიცირებული საკრედიტო პორტფელის საქმიანობა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგულირდება. ფონდის სტრატეგია მსხვილი კორპორატიული კლიენტების უზრუნველყოფილ, სხვადასხვა სექტორსა და დივერსიფიცირებულ სასესხო პორტფელში ინვესტირებაა. ფონდი მოგებას წელიწადში 2-ჯერ ანაწილებს ინვესტორებზე. 2023 წლის ბოლოს, ინვესტორების მომგებიანობამ, წლიური 10.41% შეადგინა დოლარში. მსოფლიოში მზარდი საპროცენტო განაკვეთების ფონზე, საკრედიტო ფონდში ინვესტირება განსაკუთრებით მიმზიდველია ინვესტორებისთვის. შესაბამისად, ფონდის შეთავაზება დროული ნაბიჯი იყო "თიბისი აქტივების მართვის" მხრიდან, მასში ინვესტირება კი - ინოვაციური და ახალი შესაძლებლობა ქართულ ბაზარზე ინვესტორებისთვის. 2023 წელს ფონდისგან მიღებულმა მომგებიანობამ, "თიბისი აქტივების მართვის" სწორმა კორპორატიულმა მმართველობამ და დროულმა და გამჭვირვალე ანგარიშგებამ, ფონდის მიმართ, ინვესტორების ნდობა და მზარდი ინტერესი განაპირობა. "თიბისი აქტივების მართვა" მომავალში, დამატებით, სხვა ტიპის საინვესტიციო ფონდების შექმნასაც გეგმავს, რომლებიც სხვადასხვა ტიპის ინვესტორების საჭიროებაზე იქნება მორგებული და რაც ფასიანი ქაღალდების ბაზრის კიდევ უფრო გააქტიურებას შეუწყობს ხელს.
ზურაბ ჯაფარიძე: ერთადერთი, რაც თვითმხილველებს „ახსოვთ“, არის ის, რომ ჩვენ „ზეწოლისკენ“ მოვუწოდეთ
კონგრესმენმა უილსონმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომიდან ქართული დელეგაციის წასვლა სამარცხვინო უწოდა
უტა ბერიას ფილმის ,,ცრემლსადენი გაზი" მსოფლიო პრემიერა ლოკარნოს კინოფესტივალის სექციაში შედგება
გაატარეთ ზაფხულის ცხელი დღეები SOLO-სთან ერთად - Iveria Beach-ზე მუსიკალური ღონისძიებების სერია იწყება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)