17:49 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-01 14:54:45, 832 ნახვა

ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით შპს ველი ნატახტარი ლუდის საწარმოს აშენებს

"საქართველოს ბანკი", როგორც ძლიერი კერძო ფინანსური ინსტიტუტი, ბიზნესის მხარდაჭერას აგრძელებს. ამჯერად, ბანკთან პარტნიორობით, შპს ველი ნატახტარი ლუდის საწარმოს აშენებს.

პროექტი სოფელ ნატახტარში განხორციელდება და მისი ჯამური ღირებულება 4 მილიონი ლარია, ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია კი 2.9 მილიონ ლარს შეადგენს. ფინანსური რესურსი მშენებლობასა და საწარმოს დანადგარებით აღჭურვას მოხმარდება.

აღნიშნული პროექტი, სოფელ ნატახტარში, 3,000 კვ.მ -ზე ხორციელდება და ის საწარმოს და შემნახველი საწყობის მშენებლობას ითვალისწინებს. საწარმო უმაღლესი ხარისხის, გერმანული დანადგარებით აღიჭურვება და წარმოება გერმანული ტექნოლოგიით წარიმართება. საწარმო საშუალოდ, დღიურად 10 ტონა, ხოლო თვიურად, 250 ტონა ლუდის წარმოებაზეა გათვლილი.

„შპს „ველი ნატახტარი ახლადაფუძნებული კომპანიაა, რომელიც ადგილობრივი ლუდის წარმოებისა და რეალიზაციის მიზნით შეიქმნა. ახალ საწარმოში შესაძლებელი იქნება სრული ციკლის გამართვა, ნედლეულის მიღებიდან ლუდის ჩამოსხმა-შენახვამდე. საწარმოში, როგორც ტრადიციული, ასევე, პასტერიზებული, არაპასტერიზებული, გაუფლიტრავი და კრაფტ ლუდის წარმოება იგეგმება, რაც სრულად გერმანული ნედლეულით მოხდება, ისევე როგორც პროცესი, ისიც გერმანული ტექნოლოგიით, ვაინშტეფანის გამოცდილებაზე დაყრობით და მათთან კონსულტაციით წარიმართება. თავდაპირველად, ბაზარზე ორი ბრენდით ვიქნებით წარმოდგენილი, თუმცა სამომავლოდ საწარმოს გაფართოებასა და ახალი ბრენდების დამატებას ვგეგმავთ“, - განაცხადა რომან პაიკიძემ, შპს „ველი ნატახტარის“ თანადამფუძნებელმა და დირექტორმა.

“საქართველოს ბანკისთვის" რეგიონების განვითარება და ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. მოხარულები ვართ, რომ ჩვენი მხარდაჭერით საქართველოში კიდევ ერთი ლუდის საწარმო გაიხსნება, რომელიც უმაღლესი ხარისხის დანადგარებით იქნება აღჭურვილი, ხოლო წარმოება გერმანული ნედლეულითა და სტანდარტებით მოხდება, რაც ლუდის წარმოებას კიდევ უფრო მეტად განავითარებს. ასევე, მიგვაჩნია რომ ადგილობრივი წარმოება კომპანიას მისცემს შესაძლებლობას, გაზარდოს კონკურენცია, და შესაბამისად, წაახალისოს კონკურენტული ფასის წარმოქმნა. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ გუნდს, ჩვენ კი არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ბიზნესების მხარდაჭერას და მათ გაძლიერებას“, - განაცხადა „საქართველოს ბანკის“ კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, ნინო აფციაურმა.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ზურაბ ჯაფარიძე: ერთადერთი, რაც თვითმხილველებს „ახსოვთ“, არის ის, რომ ჩვენ „ზეწოლისკენ“ მოვუწოდეთ
კონგრესმენმა უილსონმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომიდან ქართული დელეგაციის წასვლა სამარცხვინო უწოდა
უტა ბერიას ფილმის ,,ცრემლსადენი გაზი" მსოფლიო პრემიერა ლოკარნოს კინოფესტივალის სექციაში შედგება
გაატარეთ ზაფხულის ცხელი დღეები SOLO-სთან ერთად - Iveria Beach-ზე მუსიკალური ღონისძიებების სერია იწყება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics