04:37 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-29 14:24:44, 806 ნახვა

მსოფლიო
ჯო ბაიდენი - საუდის არაბეთი და სხვა არაბული ქვეყნები მზად არიან, ისრაელი სრულად აღიარონ

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, საუდის არაბეთი და სხვა არაბული ქვეყნები მზად არიან, ისრაელი სრულად აღიარონ. როგორც CNN წერს, ამის შესახებ ბაიდენმა კამერების მიღმა გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა.

მედიის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა გაიმეორა მოწოდება "ისრაელისთვის ღაზაში ომის შემდგომი გეგმებისა და ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული გადაწყვეტის შესახებ". 

„ახლა დეტალებს არ შევეხები. მაგრამ მე ვმუშაობ საუდელებთან და ყველა სხვა არაბულ ქვეყანასთან, მათ შორის ეგვიპტესთან, იორდანიასა და კატართან. ისინი მზად არიან პირველად, სრულად აღიარონ ისრაელი...

ძალიან ბევრი უდანაშაულო მსხვერპლია ორივე მხარეს. ჩვენ უნდა გვქონდეს მეტი საკვები და წამალი, ასევე მომარაგება პალესტინელებისთვის...

ისრაელის არსებობა საფრთხეში რომ არის, არ უნდა დაგვავიწყდეს“,- თქვა ბაიდენმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics