|
2024-03-29 11:50:47, 1322 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - რუსეთის რესურსებს ვერ ვუტოლდებით, მაგრამ უკრაინელებს შეუძლიათ რუსეთის დამარცხება გამბედაობით, მონდომებით და იდეებით
რუსეთის რესურსებს, მათ შორის ფინანსურს, ვერ ვუტოლდებით, მაგრამ უკრაინელებს შეუძლიათ რუსეთის დამარცხება თავიანთი გამბედაობით, მონდომებით და იდეებით,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. როგორც სახელმწიფოს მეთაურმა ტრადიციული ვიდეომიმართვისას აღნიშნა, რუსეთი სხვა ქვეყნებში გავლენის მოსახდენად მილიონობით დოლარს ხარჯავს. "რუსეთი ყოველწლიურად ხარჯავს მილიარდობით და მილიარდ დოლარს სხვა ქვეყნებში გავლენის მოხდენაზე. ისინი ავრცელებენ ქაოსს, ძირს უთხრიან ჩამოყალიბებული ინსტიტუტების მუშაობას, აფინანსებენ დეზინფორმაციის გავრცელებას და ფულს უხდიან სამოქალაქო და პოლიტიკურ ლიდერებს. ეს ეხება მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონს – მგრძნობიარე რეგიონებს - აფრიკას, აზიის სხვადასხვა ნაწილს და ევროპას, რომელიც განსაკუთრებით დაუცველია პუტინის სისტემის მიერ პროვოცირებული და გამწვავებული დესტაბილიზაციისგან. როგორც ჩრდილოეთი, ისე ლათინური ამერიკა, ასევე რუსული დაზვერვისა და დამანგრეველი საქმიანობის სამიზნეა. მრავალი თვალსაზრისით, ეს გავლენა მოქმედებს ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი თავდაცვის წინააღმდეგ. ცხადია, რუსეთის რესურსებს, მათ შორის ფინანსურს, ვერ ვუტოლდებით, მაგრამ უკრაინელებს შეუძლიათ რუსეთის დამარცხება თავიანთი გამბედაობით, მონდომებით და იდეებით. მეორეს მხრივ, ასეთი ორგანიზაციის მუშაობა არ შეიძლება, იყოს იაფი და ეს არის მთელი მთავრობისა და ფინანსთა სამინისტროს ამოცანა: ჩვენ უნდა ვეძებოთ და ვიპოვოთ ფინანსები ჩვენი დაზვერვის მუშაობისთვის – გავაფართოოთ დაფინანსება კონკრეტული პროექტებისთვის, კონკრეტული მიზნებისა და განვითარებისთვის",- განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
მსოფლიო პატრიარქის გულისამაჩუყებელი მიმართვა საქართველოს ახალი პატრიარქისადმი
მინისტრების, სახელმწიფო რწმუნებულებისა და მერების მოადგილეებს სახელფასო დანამატისა და ფულადი ჯილდოს მიღების შესაძლებლობა ექნებათ
საქართველოდან უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე გააძევეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)