02:19 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-19 21:18:39, 646 ნახვა

მსოფლიო
ლაიენი - თუ ყველა ევროპელს ევროკავშირის დროშის ქვეშ გავაერთიანებთ, კონტინენტზე მშვიდობა იქნება

თუ ყველა ევროპელს ევროკავშირის დროშის ქვეშ გავაერთიანებთ, კონტინენტზე მშვიდობა იქნება, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

ლაიენის თქმით, სამეზობლო და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის წინაშე საუბრისას აღნიშნა, რომ მათი მუშაობის შედეგი თვალსაჩინოა.

"თუ ჩვენ გავაერთიანებთ ყველა ევროპელს EU-ის დროშის ქვეშ, მაშინ ჩვენ კონტინენტზე იქნება მშვიდობა და კეთილდღეობა. ჩვენ ისტორია მოგვიწოდებს.

მე ვიცი, რამდენად დაძაბული წელი იყო ყველა თქვენგანისთვის. დღედაღამ მუშაობდით ჩვენს მეზობლებთან დასაახლოებლად. უკრაინელების ყველაზე საბაზისო მოთხოვნილებებზე იზრუნეთ. რუსეთის ომის შედეგებს უმკლავდებოდით მთელი რეგიონის მასშტაბით, ჩრდილოეთ აფრიკიდან მთიან ყარაბაღამდე… და მხარს უჭერდით კანდიდატ ქვეყნებს მათ EU-ის მისწრაფებებში.

თქვენი მუშაობის შედეგები თვალსაჩინოა. გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყეთ ალბანეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან, შემდგომ უკრაინასთან და მოლდოვასთან. და იმავეს გავაკეთებთ ბოსნია-ჰერცეგოვინასთან. საქართველო კანდიდატი ქვეყანა გახდა”, - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics