01:39 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-14 19:37:12, 1042 ნახვა

მსოფლიო
უკრაინის საგარეო - რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონოა

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონოა და არ ექნება სამართლებრივი შედეგები. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა უცხო სახელმწიფოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, არ გააგზავნონ საერთაშორისო დამკვირვებლები მორიგ ფარსში მონაწილეობის მისაღებად, კერძოდ, უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე და თავი შეიკავონ ამ არჩევნების შედეგების აღიარებისგან.

"უკრაინის მილიონობით მოქალაქის იძულება, რომლებიც ცხოვრობენ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ან იძულებით გადაიყვანეს რუსეთის ტერიტორიაზე ე.წ. არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, ასევე უკანონოა", - ნათქვამია უკრაინის საგარეო უწყების განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics