|
2024-03-14 16:14:04, 1059 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკისა“ და „ვოლტის“ კამპანია ქალი მეწარმეების მხარდასაჭერად დაიწყო
"საქართველოს ბანკი", როგორც მომხმარებლებზე და ბიზნესის გაძლიერებაზე ორიენტირებული ფინანსური ინსტიტუტი, ახალი ინიციატივების მხარდაჭერას აგრძელებს. ამჯერად, Wolt-თან თანამშრომლობით, ბანკი მეწარმეობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად, ამასთან, მომხმარებლებს აძლევს შესაძლებლობას, ქალი მეწარმეების ობიექტებში შოპინგისას განსაკუთრებული პირობებით ისარგებლონ. ახალი კამპანიის ფარგლებში, უკვე მოქმედებს განსაკუთრებული პირობები. 31 მარტის ჩათვლით, ვოლტზე არსებული ქალი მეწარმეების ობიექტებში შოპინგიგსას, PLUS ბარათით გადახდისას, მომხმარებლები 30%-იან ქეშბექს „ვოლტის“ ანგარიშზე დაიბრუნებენ. „საქართველოს ბანკის“ ბიზნეს მომხმარებელი მეწარმე ქალები კამპანიაში ჩასართავად უნდა ესტუმრონ ამ ბმულს და გაიარონ რეგისტრაცია. ამის შემდეგ კი:
Ads Manager „საქართველოს ბანკის“ პლატფორმაა, რომელიც ბიზნესებს შესაძლებლობას აძლევს, ბანკის 1 300 000-ზე მეტ მომხმარებელს სხვადასხვა არხში (მობილბანკში, sCoolApp-სა თუ Offers.Bog.ge-ზე) მისწვდნენ და საკუთარი შეთავაზება გააცნონ. „საქართველოს ბანკი" ბიზნესის და მეწარმეობის მხარდაჭერაზე ორიენტირებული ფინანსური ინსტიტუტია. შესაბამისად, ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქალი მეწარმეების ხელშეწყობა, მათთვის ახალი შესაძლებლობების შექმნა და მათ განვითარებაზე ზრუნვა. მოხარული ვართ, რომ ამ მისიის შესასრულებლად „ვოლტთან“ვპარტნიორობთ და ერთი მხრივ, მომხმარებლებს, მეორე მხრივ კი მეწარმეებს წვდომას ვაძლევთ საინტერესო შესაძლებლობებზე. „საქართველოს ბანკი“ დიდი ხანია, რაც თანამშრომლობს „ვოლტთან“ და გვიხარია, რომ ერთობლივად მორიგ საინტერესო კამპანიას ვახორციელებთ. ჩვენ მომავალშიც არაერთ შეთავაზებას შევქმნით ჩვენი მომხმარებლებისთვის“, - ამბობენ „საქართველოს ბანკში“. კამპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ საქართველოს ბანკის ვებგვერდს, ხოლო თუ ხართ ქალი მეწარმე, მაგრამ ჯერ არ გაქვთ გახსნილი ბიზნეს ანგარიში „საქართველოს ბანკში“, გაიგეთ მეტი ამ ბმულიდან.
უტა ბერიას ფილმის ,,ცრემლსადენი გაზი" მსოფლიო პრემიერა ლოკარნოს კინოფესტივალის სექციაში შედგება
გაატარეთ ზაფხულის ცხელი დღეები SOLO-სთან ერთად - Iveria Beach-ზე მუსიკალური ღონისძიებების სერია იწყება
HRW საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების მდგომარეობაზე ანგარიშს აქვეყნებს
უკრაინამ ბოლო 4 დღეში აზოვის ზღვაში 35 რუსულ ტანკერს დაარტყა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)