00:04 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-09 23:11:17, 774 ნახვა

მსოფლიო
აზერბაიჯანმა სომხეთს ოთხი სოფლის გათავისუფლება მოსთხოვა

ბაქომ მოითხოვა ერევნის ოთხი ექსკლავური სოფლის დაცლა, განუცხადა სააგენტო Report-ს ვიცე-პრემიერ შაჰინ მუსტაფაევის პრესსამსახურმა.

რაც შეეხება სომხეთის მიერ ოკუპირებულ 4 აზერბაიჯანულ სოფელს (ბაგანის აირიმი, აშაგი ასკიფარა, ხეირიმლი და გიზილგაჯილი), მათი კუთვნილება აზერბაიჯანისადმი უდავოა და ისინი დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ექვემდებარება“, - ნათქვამია პრესსამსახურის განცხადებაში.

ვიცე-პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ სომხეთის მიერ კონტროლირებადი სოფლების საკითხი საზღვრის დელიმიტაციის პროცესის ფარგლებში გადაწყდება.

2023 წლის ნოემბერში სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარემ ალენ სიმონიანმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანმა მთლიანად ან ნაწილობრივ 31 სოფელი დაიპყრო. აზერბაიჯანის ხელისუფლება უარყოფს მათ ოკუპაციას და ამ სოფლებს საკუთარს უწოდებს. სომხეთის ხელისუფლების ოფიციალური მონაცემებით, აზერბაიჯანი 1990-იან და 2021-2022 წლებში საომარი მოქმედებების შედეგად აკონტროლებს 225 კვადრატულ კილომეტრს. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
ალიანსი: გორში მომხდარი ქართული ოცნების ძალადობრივი სისტემის მორიგი სასტიკი დანაშაულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics