|
2024-03-09 00:01:15, 822 ნახვა
მსოფლიო
უკრაინამ და თურქეთმა ერთობლივ თავდაცვის პროექტებზე შეთანხმებას ხელი მოაწერეს
უკრაინამ და თურქეთმა ერთობლივ თავდაცვის პროექტებზე შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ავრცელებს. აღნიშნულს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ორმა ქვეყანამ მიაღწია ერთობლივ შეთანხმებას თავდაცვის პროექტებზე, როგორც მთავრობის დონეზე, ასევე კომპანიებს შორის. "უკრაინასა და თურქეთს შორის მოლაპარაკებები ყოველთვის გულწრფელი და ნაყოფიერია. დღეს ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებებს ერთობლივ თავდაცვის პროექტებზე როგორც მთავრობის დონეზე, ასევე კომპანიებს შორის. შევხვდი თურქეთის თავდაცვის ინდუსტრიის წარმომადგენლებს. ჩვენ მზად ვართ სწრაფად ვიმოქმედოთ, რათა ყველაფერი მოვიყვანოთ მოქმედებაში, რაც განვიხილეთ. მე ძალიან კმაყოფილი ვარ დისკუსიებით და დარწმუნებული ვარ, რომ შედეგები ძლიერი იქნება. ჩვენ ასევე მზად ვართ სწრაფად გადავწყვიტოთ ყველა საკითხი, რომელიც ეხება ეკონომიკურ თანამშრომლობას, მათ შორის რეკონსტრუქციას და ჩვენი ხალხებისთვის აუცილებელი ორმხრივი შეთანხმებების წინსვლას. დღეს უკრაინამ და თურქეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ვაჭრობის გამარტივებისა და ბიზნესისთვის ბარიერების მოხსნის შესახებ. რამდენიმე მნიშვნელოვან დოკუმენტსაც მოეწერა ხელი თავდაცვის სამინისტროების დონეზე. უკრაინა და თურქეთი აძლიერებენ ერთმანეთს, ისევე როგორც მთელ ჩვენს რეგიონს", - წერს ზელენსკი. შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტი დღეს სტამბოლში ჩავიდა.
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
ალიანსი: გორში მომხდარი ქართული ოცნების ძალადობრივი სისტემის მორიგი სასტიკი დანაშაულია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)