|
2024-03-08 19:47:21, 688 ნახვა
მსოფლიო
ერდოღანი - სერიოზულად როგორ მივიღოთ ისინი, ვინც უპასუხოდ ტოვებენ ათიათასობით ქალისა და ბავშვის მკვლელობას სირიიდან პალესტინამდე
როგორ მივიღოთ სერიოზულად ისინი, ვინც უპასუხოდ ტოვებენ ათიათასობით ქალისა და ბავშვის სასტიკ მკვლელობას სირიიდან პალესტინამდე, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხდა. როგორც ერდოღანი აღნიშნავს, ისინი, ვინც დუმან პალესტინელი ხალხის გენოციდის შესახებ, შეუძლებელია, იყოს თანმიმდევრული, ეფექტური და მიუკერძოებელი. „გეკითხებით, ოდესმე გსმენიათ, რომ მათ ვინც მსოფლიოში ქალთა უფლებებზე აქტიურდ საუბრობენ, ხმა აემაღლებინოთ 7 ოქტომბრის შემდეგ პალესტინაში მოკლულ 32 ათასზე მეტ უდანაშაულო ადამიანზე, ძირითადად ქალებსა და ბავშვებზე. ისრაელია, რომელიც მუდმივად უტარებს ლექციებს კაცობრიობის დანარჩენ წევრებს უფლებებისა და კანონის შესახებ. ყოფილხართ თუ არა იმ ადამიანების რეაქციების მოწმე, ვინც პრესის თავისუფლების მოხსენების ბარათებს გამოსცემს ისრაელის მიერ მოკლული 100-ზე მეტი ჟურნალისტის შესახებ? ევროკავშირის საბჭოსა და ევროკავშირის სხვა ინსტიტუტებს, რომლებიც თურქეთს ბოლო ანგარიშში აკრიტიკებენ, აქამდე ხმა არ ამოუღიათ. გსმენიათ თუ არა რაიმე განცხადებები ისრაელის ფარული და ღია მხარდაჭერის გარდა?”, - განაცხადა ერდოღანმა.
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
ალიანსი: გორში მომხდარი ქართული ოცნების ძალადობრივი სისტემის მორიგი სასტიკი დანაშაულია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)