20:35 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-27 15:51:13, 808 ნახვა

მსოფლიო
პესკოვი - დასავლელი სამხედროების უკრაინაში გაგზავნა რუსეთისა და NATO-ს პირდაპირ დაპირისპირებას გამოიწვევს

დასავლელი სამხედროების უკრაინაში გაგზავნა გარდაუვლად გამოიწვევს რუსეთისა და ნატოს პირდაპირ დაპირისპირებას, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

პესკოვის თქმით, პარიზში გამართულ კონფერენციაზე, სადაც უკრაინის მხარდამჭერი ქვეყნების წარმომადგენლები იყვნენ შეკრებულები, უკრაინაში დასავლეთის სახმელეთო ძალების საკითხზე კონსენსუსი არ შედგა.

„თუ ასეთი რამ მოხდება, მაშინ მოგვიწევს საუბარი არა რუსეთისა და ნატოს პირდაპირი დაპირისპირების შესაძლებლობაზე, არამედ ამის გარდაუვალობაზე...

შეხვედრის ბევრი მონაწილე საკმარისად საღად აფასებს ასეთი ქმედების პოტენციურ საფრთხეს და ცხელ კონფლიქტში უშუალოდ ჩართვის პოტენციურ საფრთხეს, უკვე ბრძოლის ველზე ჩართვის საფრთხეს. ეს ცხადია ამ ქვეყნების ინტერესებში არ შედის, ისინი ამას უნდა აცნობიერებდნენ“, - განაცხადა პესკოვმა.

შეგახსენებთ, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პარიზში გამართული კონფერენციის შემდეგ განაცხადა, რომ "უკრაინაში დასავლეთის სახმელეთო ძალების გაგზავნის შესაძლებლობა გამორიცხული არაა".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჰაერო თავდაცვის სისტემების დეფიციტის შესახებ დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნა
კობახიძემ გიორგი კანდელაკის დაჭერა შეუკვეთა
ელენე ხოშტარიას წერილი ციხიდან: ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო
კობახიძე - არავის აინტერესებს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის ინტერესები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics