|
2024-02-27 13:39:50, 936 ნახვა
ეკონომიკა
ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან - ძლიერი მაკრო, თუმცა ლარი კვლავ ავლენს ტრენდს ზემოთ, მცირე გამყარებას
იანვრის წმინდა სავალუტო შემოდინებები წინა თვესთან შედარებით გაუარესდა, თუმცა მაინც მაღალია. აღსანიშნავია, რომ გასულ თვეებში კლების შემდეგ, სეზონური ფაქტორების გათვალისწინებით, მცირედით გაუმჯობესდა მიგრაციის მაჩვენებელი, ისევე როგორც დაფიქსირდა ფეროშენადნობების ექსპორტის გარკვეული აღდგენა. ამასთან, სხვადასხვა კატეგორიის ხარჯზე, იმპორტი უფრო ძლიერი იყო, რაც მაღალ ეკონომიკურ აქტივობაზე მიუთითებს. ამ ფონზე, ასევე გაუმჯობესებულია დასაქმების მაჩვენებლები. კერძოდ, საქსტატის მიხედვით, 2023 წლის მე-4 კვარტალში უმუშევრობის დონე წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 16.1%-დან 15.3%-მდე შემცირდა, დასაქმებულთა რაოდენობა კი 67.5 ათასით, 1.37 მილიონამდე გაიზარდა, თუმცა მიგრანტების მხოლოდ ნაწილობრივ გათვალისწინებით. სავალუტო ბაზრის კუთხით, კვლავ სახეზეა სენტიმენტების გაუმჯობესება, რაც დეპოზიტების სავალუტო კომპოზიციაში იკვეთება. ასევე საყურადღებოა, რომ მართალია მხოლოდ ზომიერი მოცულობით, თუმცა დეკემბერ-იანვარში საქართველოს ეროვნული ბანკი წმინდა სავალუტო შესყიდვებს დაუბრუნდა. ამასთან, ლარის კურსის მხრივ, კვლავ საყურადღებოა, რომ ლარი მის გრძელვადიან ტენდენციასთან შედარებით კვლავ მცირედით უფრო მეტად არის გამყარებული იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია შემდეგ ბმულზე: https://tbccapital.ge/ge/publications/all-publications/singleview/30006196-weekly-update-from-the-chief-economist.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)