20:35 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-26 14:10:08, 720 ნახვა

მსოფლიო
პალესტინის პრემიერ-მინისტრი გადადგა

პალესტინის ადმინისტრაციის პრემიერ-მინისტრმა, მუჰამედ შტაიემ და მისმა მთავრობამ გადადგომის თაობაზე განაცხადეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

შტაიეს განცხადებით, გადადგომასთან დაკავშირებით პალესტინის პრეზიდენტს, მაჰმუდ აბასს გასულ სამშაბათს აცნობა, დღეს კი გადაწყვეტილებას წერილობით გააცნობს.

"მინდა ვაცნობო პატივცემულ საბჭოს და ჩვენს დიდებულ ხალხს, რომ მთავრობის გადადგომის შესახებ გადაწვეტილება ბატონ პრეზიდენტს (მაჰმუდ აბასს) გასულ სამშაბათს გავაცანი, დღეს კი წერილობით წარვადგენ. გადადგომის გადაწყვეტილება მოვიდა დასავლეთ სანაპიროზე და იერუსალიმში უპრეცედენტო ესკალაციის ფონზე და ომის, გენოციდისა და შიმშილის ფონზე ღაზას სექტორში. 

მე ვხედავ, რომ შემდეგი ეტაპი და მისი გამოწვევები მოითხოვს ახალ სამთავრობო და პოლიტიკურ მოწყობას, რომელიც ითვალისწინებს ახალ რეალობას ღაზაში და პალესტინის კონსენსუსის აუცილებლობას, რომელიც ეფუძნება პალესტინის ერთიანობას და ძალაუფლების ერთიანობის გაფართოებას პალესტინის მიწაზე", - განაცხადა ყოფილმა პრემიერმა, რომლის კომენტარსაც Aljazeera ავრცელებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჰაერო თავდაცვის სისტემების დეფიციტის შესახებ დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნა
კობახიძემ გიორგი კანდელაკის დაჭერა შეუკვეთა
ელენე ხოშტარიას წერილი ციხიდან: ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო
კობახიძე - არავის აინტერესებს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის ინტერესები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics