|
2024-02-24 15:09:34, 741 ნახვა
მსოფლიო
სანდუ - 24 თებერვალს ტერორის ორ წელს აღვნიშნავთ - ამ ორ წელიწადში მშვიდობისა და თავისუფლების მნიშვნელობა ვისწავლეთ
24 თებერვალს აღვნიშნავთ ორ წელს, რაც მეზობელ უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრა დაიწყო. ორი წელი, როდესაც საავადმყოფოები, ბაღები, მაღაზიები, საცხოვრებელი კორპუსები და ეკლესიები უკრაინაში პირდაპირ ჩვენს კართან, ყოველდღიურად იბომბებოდა, - ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების მეორე წლისთავთან დაკავშირებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა. სანდუს თქმით, ამ ორ წელიწადში მსოფლიომ მშვიდობისა და თავისუფლების მნიშვნელობა ისწავლა. "24 თებერვალს აღვნიშნავთ ორ წელს, რაც მეზობელ უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრა დაიწყო. ორი წელი, როდესაც საავადმყოფოები, ბაღები, მაღაზიები, საცხოვრებელი კორპუსები და ეკლესიები უკრაინაში პირდაპირ ჩვენს კართან, ყოველდღიურად იბომბებოდა. ტერორის ორი წელი, მაგრამ ამასთან ერთად, ჩვენ აღვნიშნავთ წინააღმდეგობის ორ წელს მას შემდეგ, რაც თავისუფალი სამყაროს ქვეყნებმა, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებმა გააერთიანეს ძალები უკრაინის მხარდასაჭერად. ამ ორ წელიწადში ჩვენ ვისწავლეთ მშვიდობისა და თავისუფლების მნიშვნელობა",- განაცხადა სანდუმ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)