19:48 - 27 May, 2026
|
2024-02-24 12:14:54, 877 ნახვა
მსოფლიო
იტალიის, კანადისა და ბელგიის პრემიერ-მინისტრები კიევში ჩავიდნენ
უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების მეორე წლისთავთან დაკავშირებით, იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი, კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო და ბელგიის პრემიერ-მინისტრი ალექსანდრ დე კროო კიევში ჩავიდნენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას იტალიის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი კიევიდან დიდი შვიდეულის (G7) სახელმწიფოების ლიდერებთან ერთად ვიდეოკონფერენციას გამართავს, რომელსაც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც დაესწრება. შეგახსენებთ, რომ დღეს, 24 თებერვალს, უკრაინაში ომის დაწყების 2 წლისთავზე კიევში ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლეიენი ჩავიდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)