19:48 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-22 19:32:49, 909 ნახვა

მსოფლიო
ფაშინიანი - მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ სომხეთის რესპუბლიკა ყველა მეზობლის ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს

მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ სომხეთის რესპუბლიკა ყველა მეზობლის ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან შეხვედრის დროს განაცხადა.

სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარება არავის შეშფოთებას არ უნდა იწვევდეს.

„ჩვენი ერთადერთი ამოცანაა რეგიონში სწორი ბალანსის ჩამოყალიბება და მხოლოდ სომხეთის რესპუბლიკის ლეგიტიმური, სუვერენული, საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის, საზღვრების, ტერიტორიული მთლიანობის, დამოუკიდებლობის დაცვა და ჩვენი ქვეყნის მდგრადობის გაზრდა. ასევე, მინდა, გამოვხატო განსაკუთრებული მადლობა სომხეთის დემოკრატიული რეფორმებისადმი მხარდაჭერისთვის.

ამ კონტექსტში, ჩვენ ნამდვილად შევდივართ ევროკავშირთან ურთიერთობის ახალ, დინამიკურ ფაზაში. აქვე, მინდა, ხაზი გავუსვა საფრანგეთის და პირადად თქვენს მხარდაჭერას, რადგან ევროკავშირს ასევე გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული რეფორმების განხორციელებისა და ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარებისთვის“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჰაერო თავდაცვის სისტემების დეფიციტის შესახებ დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნა
კობახიძემ გიორგი კანდელაკის დაჭერა შეუკვეთა
ელენე ხოშტარიას წერილი ციხიდან: ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო
კობახიძე - არავის აინტერესებს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის ინტერესები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics