|
2024-02-22 15:54:00, 1090 ნახვა
მსოფლიო
აზერბაიჯანის საგარეო - ემანუელ მაკრონის მხრიდან აზერბაიჯანის წინააღმდეგ წამოყენებულ უსაფუძვლო ბრალდებებს კატეგორიულად ვგმობთ
აზერბაიჯანი კატეგორიულად გმობს საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მხრიდან აზერბაიჯანის წინააღმდეგ წამოყენებულ უსაფუძვლო ბრალდებებს და მის განცხადებებს სომხეთის ცალმხრივად დაცვის შესახებ, - ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. აზერბაიჯანის საგარეო უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ სრულიად შეუფერებელია საფრანგეთისგან, საუბარი სომხების უფლებებსა და უსაფრთხოებაზე, რომლებმაც საკუთარი ნებითა და ყოველგვარი ძალადობის გარეშე დატოვეს აზერბაიჯანის ტერიტორიები. „უკეთესი იქნებოდა, ფრანგულ მხარეს, რომელიც ალმათის დეკლარაციისა და ზოგიერთი რუკის ფარგლებში ტერიტორიული მთლიანობის მნიშვნელობას შეეხო, განემარტა, რატომ არ ლაპარაკობდა სომხეთის თითქმის 30-წლიანი აგრესიისა და აზერბაიჯანის ტერიტორიების ოკუპაციის წინააღმდეგ, მათ შორის სომხეთის მიერ აზერბაიჯანის რვა სოფლის ამჟამინდელ ოკუპაციაზე. მიუღებელია, სომხეთის კრიტიკის ნაცვლად, აზერბაიჯანის არაპროპორციულ საპასუხო ზომებში დადანაშაულება, როდესაც სომხეთმა ყოველგვარი პროვოცირების ფაქტორების გარეშე დაარღვია სტაბილურობა, რომელიც თითქმის ხუთ თვეს გაგრძელდა. ასეთი მიკერძოებული მიდგომები უნდა შეწყდეს. ჩვენ კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ საფრანგეთის მზაკვრული პოლიტიკა, რომელიც მიზნად ისახავს რეგიონში ახალი დაძაბულობის შექმნას, ასევე დაბრკოლების შექმნას მშვიდობისა და სტაბილურობისთვის, არ მოიტანს შედეგს“, - ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)