17:15 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-13 09:36:54, 929 ნახვა

მსოფლიო
ნიუ-იორკში, მეტროსადგურში სროლას ერთი ადამიანი ემსხვერპლა - დაშავებულია 5 პირი

ნიუ-იორკში, ბრონქსში მეტროსადგურ Mount Eden Avenue-ზე სროლა მოხდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და 5 დაიჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას ABCNews-ი ავრცელებს.

პოლიციის ცნობით, დაზარალებულები - 4 კაცი და 2 ქალი, რომელთა ასაკი 14-დან 71 წლამდე იყო, ადგილობრივ საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ერთ-ერთი მათგანი -  34 წლის კაცი სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.

პოლიციის ინფორმაციით, სროლა შემთხვევითი არ იყო და კამათი ორ ჯგუფს შორის ერთ-ერთი მატარებლის ვაგონში დაიწყო. სადგურში მატარებლის შესვლის შემდეგ კი, ერთ-ერთმა პირმა ცეცხლი გახსნა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
15 წლის მოზარდი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინამ სევასტოპოლსა და რუსეთის რამდენიმე რეგიონზე სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა
ვიდეოს გავრცელების შემდეგ, პროკურატურამ პოლიციელთა სავარაუდო ძალადობაზე გამოძიება დაიწყო
SOLO და თბილისი ჰილსი ბავშვთა დღეს განსაკუთრებული ღონისძიებებით აღნიშნავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics