17:15 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-12 23:34:20, 872 ნახვა

მსოფლიო
საფრანგეთის საგარეო მინისტრი - აშშ-მა შესაძლოა, არ დაიცვას ნატოს მოკავშირეები, რომლებიც თავდაცვაზე საკმარისს არ ხარჯავენ

ევროპა უნდა მოემზადოს იმისთვის, რომ აშშ-მა შესაძლოა, არ დაიცვას ნატოს მოკავშირეები, რომლებიც საკმარისს არ ხარჯავენ თავდაცვაზე, - ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სტეფან სეჟურნემ განაცხადა.

როგორც სეჟურნე აღნიშნავს, ევროპა მზად უნდა იყოს რუსული პროპაგანდისა და დეზინფორმაციისთვის, რადგან რუსეთი ამით ევროპის ერთიანობის განადგურებას ცდილობს.

„ყველამ მოისმინა ბოლო დღეებში დონალდ ტრამპის განცხადებები. მე არ შევწყვეტ ყველა ლიდერის დარწმუნებას იმაში, რომ ჩვენი ალიანსი მუშაობს ყველას, მათ შორის აშშ-ის სასარგებლოდ. თუმცა, ყოველი წუთი მნიშვნელოვანია ევროპელების მოსამზადებლად, რათა მოემზადონ იმ შოკისმომგვრელი სცენარისთვის, რომელიც შესანიშნავად აღწერა აშშ-ის ყოფილმა და ამჟამინდელმა პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა. ჩვენ ერთად ვიმუშავებთ ამ პერიოდის განმავლობაში, რათა გავაანალიზოთ მომავალი, კერძოდ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების კონტექსტში“, - განაცხადა სეჟურნემ პრესკონფერენციაზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
15 წლის მოზარდი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინამ სევასტოპოლსა და რუსეთის რამდენიმე რეგიონზე სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა
ვიდეოს გავრცელების შემდეგ, პროკურატურამ პოლიციელთა სავარაუდო ძალადობაზე გამოძიება დაიწყო
SOLO და თბილისი ჰილსი ბავშვთა დღეს განსაკუთრებული ღონისძიებებით აღნიშნავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics