23:40 - 10 Jun, 2026
|
2024-02-10 13:43:15, 968 ნახვა
სამართალი
რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრის ტერიტორიაზე მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს
რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრის ტერიტორიაზე მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია "ექსრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს-ს ცნობით, ის სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლითაა დაკავებული, რაც ცეცხლსასროლი იარაღის (მათ შორის, სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის (თოფის)) დაუდევრად შენახვას გულისხმობს. შეგახსენებთ, რომ გუშინ, 9 თებერვალს რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობაზე მკვლელობა მოხდა. ბაზრის ტერიტორიაზე განხორციელებული სროლის შედეგადაც დაიღუპა 4 და დაიჭრა ერთი ადამიანი. სამართალდამცავებმა ერთი პირი შემთხვევის ადგილზევე დააკავეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)