|
2024-02-06 18:44:31, 960 ნახვა
ეკონომიკა
შამუგია - ფერმერების მიერ, ბოლო წლების განმავლობაში, შეძენილ იქნა 6000-მდე ერთეული, 235 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა ოთარ შამუგიამ აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე აგრარული დარგის განვითარების ხელშეწყობის სახელმწიფო პროექტების შედეგები და სამომავლო ხედვა წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. „2023 წელს, სპეციალურად კოოპერატივებისათვის, დავიწყეთ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა“ სახელმწიფოს მხრიდან ღირებულების საკმაოდ მაღალი 50%-იანი საგრანტო დაფინანსებით. სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციაზე მოთხოვნა კერძო სექტორის მხრიდან მაღალი რჩება. სახელმწიფოს თანადაფინანსებით ფერმერების მიერ, ბოლო წლების განმავლობაში, შეძენილ იქნა 6000-მდე ერთეული, 235 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკა. მიმდინარე წელს პროგრამის დაფინანსებისთვის 20 მლნ ლარია გამოყოფილი“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ. მინისტრობის კანდიდატმა დარგობრივი მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებზე საუბრისას აღნიშნა, რომ 2024 წელს მსხვილფეხა მეცხოველეობის განვითარებისათვის სახელმწიფო პროგრამა განხორციელდება. კერძო სექტორს შესაძლებლობა ექნება, შეიძინოს მაღალპროდუქტიული ჯიშები და განახორციელოს ფერმების სათანადო აღჭურვა-მოდერნიზაცია და ამისთვის ისარგებლოს შეღავათებით უპრეცედენტოდ გრძელვადიანი პირობებით, 7 წლის განმავლობაში. პროგრამა ფარავს როგორც მეხორცულ, ისე მერძეულ მიმართულებას, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ხორცისა და რძის წარმოების ზრდას. მცირე მეურნეობებისთვის გათვალისწინებულია საგრანტო დაფინანსებაც. „განვითარების დიდი პოტენციალი აქვს აკვაკულტურას. გასულ წელს საზღვაო აკვაკულტურის ფერმების მოსაწყობად 8 ლოკაცია გამოიყო, რამაც შექმნა მსხვილი ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობები ათეულ ათასობით ტონა თევზის და ზღვის პროდუქტების წარმოებისთვის და ეტაპობრივად, ასეულობით მილიონი დოლარის საექსპორტო პოტენციალის ასათვისებლად. აქტიურად ვმუშაობთ სალიცენზიო პირობებზე, რათა მიმდინარე წელსვე შევძლოთ ამ მიმართულებით მსხვილი ინვესტიციების მოზიდვა, რაც, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს არსებული მცირე მეურნეობების განვითარებასაც“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანზე დარტყმების შემდეგ თეირანმა შეთანხმების მიღწევა მოითხოვა
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა აზოვის ზღვაში ტანკერები დაბომბეს
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ტვერისა და სტავროპოლში ნავთობის საწყობები დაბომბეს
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)