|
2024-02-01 13:47:43, 679 ნახვა
მსოფლიო
ტუსკი - უკრაინით დაღლილობა EU-ში ნამდვილად არ შეინიშნება, რაც აქ ხდება, ამას უფრო ორბანით დაღლილობა ჰქვია
უკრაინით დაღლილობა ევროკავშირში ნამდვილად არ შეინიშნება. რაც აქ ხდება, ამას უფრო ორბანით დაღლილობა ჰქვია. ჩემთვის გაუგებარი და მიუღებელია ვიქტორ ორბანის უცნაური და ეგოისტური თამაში, - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერთა სამიტის დაწყების წინ განაცხადა. ტუსკის თქმით, "ბნელ სცენარზე" პასუხისმგებლობა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს დაეკისრება და "ეს მისი თამაშების ბრალი იქნება". "უკრაინით დაღლილობა ევროკავშირში ნამდვილად არ შეინიშნება. რაც აქ ხდება, ამას უფრო ორბანით დაღლილობა ჰქვია. ჩემთვის გაუგებარი და მიუღებელია ვიქტორ ორბანის უცნაური და ეგოისტური თამაში. კომპრომისის შესაძლებელობაც არ არის ჩვენს პრინციპებზე, როგორიცაა კანონის უზენაესობა და ასევე არ არსებობს კომპრომისის შესაძლებლობა უკრაინის საკითხზე. ერთადერთი, რისი შეთავაზებაც ორბანისთვის შეგვიძლია, ესაა სამართლიანი მოპყრობა ჩვენი წესებისა და პროცედურების გათვალისწინებით და მეტი არაფერი. ჩვენ უნდა ვიყოთ უფრო მეტად ოპტიმოსტურად განწყობილები, როდესაც საქმე ეხება ჩვენი არგუმენტების ძალას. მე ვფიქრობ, რომ სათადარიგო გეგმა, ფაქტობრივად, არ არსებობს. ვიქტორ ორბანის გადასასწყვეტია - თუ უნგრეთი არის ჩვენი გაერთიანების ნაწილი, ჩემი წინათგრძნობაა, რომ ჩვენ ვიპოვით ძლიერ არგუმენტებს ორბანის დასარწმუნებლად. ვიქტორ ორბანის დღევანდელი პოზიცია ემუქრება ჩვენს უსაფრთხოებას. ეს თვალსაჩინოა და ეს პოზიცია მიუღებელია. ამიტომ, ჩვენ უნდა ვიფიქროთ ყველა შესაძლო შედეგსა და ყველა შესაძლო ზომაზე სამომავალოდ. თუ ორბანის მოსაზრება და პოზიცია იქნება დომინანტი ევროპაში, მაშინ უკრაინა წააგებს. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია გადაწყვეტილების მიღება ამ საკითხზე. ჩვენ შეგვიძლია, დავარწმუნოთ ვიქტორ ორბანი, რომ ჯერ კიდევ შესაძლებელია, ეფექტურად დავიცვათ უკრაინა აგრესიისგან, მაგრამ ამისთვის გვჭირდება ერთიანობა და მან უნდა იცოდეს, რომ ბნელ სცენარზე პასუხისმგებლობა მას დაეკისრება და ეს მისი თამაშების ბრალი იქნება“, - განაცხადა ტუსკმა. ცნობისთვის, დღეს, 1-ელ თებერვალს ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერთა სამიტი იმართება, სადაც ლიდერები უკრაინისთვის ევროკავშირის ბიუჯეტიდან 50 მილიარდი ევროს გამოყოფაზე იმსჯელებენ, რომლის წინააღმდეგაც უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი გამოდის.
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
პაპუაშვილი - 26 მაისის საპროტესტო აქცია რადიკალური ოპოზიციისთვის სიკვდილით დასჯად იქცა
პროკურატურამ საბავშვო ბაღში ბავშვის ცემაში ეჭვმიტანილ მასწავლებელს ბრალდება წარუდგინა
ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული ქართული კომპანიების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)