|
2024-01-31 17:03:33, 1150 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 207 მებრძოლი გაათავისუფლა
უკრაინამ რუსული ტყვეობიდან 207 მებრძოლი გაათავისუფლა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი Telegram-ზე წერს. ერმაკის თქმით, გათავისუფლებულებს შორის უკრაინის შეიარაღებული ძალების, ეროვნული გვარდიისა და ეროვნული პოლიციის - რიგითი, სერჟანტი და ოფიცერი ჯარისკაცები არიან. "ჩვენ ჩვენს ხალხს რუსული ტყვეობიდან ვაბრუნებთ. დღეს სახლში 207 უკრაინელი დაბრუნდა, რომელთა შორის შეიარაღებული ძალების, ეროვნული გვარდიის, ეროვნული პოლიციის - რიგითი, სერჟანტი და ოფიცერი ჯარისკაცი არიან. მარიუპოლის დამცველები, ჯარისკაცები, რომლებიც იბრძოდნენ "აზოვსტალის", ზმეინის კუნძულის, დონეცკის, ზაპოროჟიეს, ხარკოვის, ლუგანსკის, ხერსონისა და სუმის მიმართულებით. ეს არის მეორე ძირითადი გაცვლა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას და პრეზიდენტის დავალების შესრულებას - ყველას დაბრუნდება უკრაინაში. მადლობელი ვარ სამხედრო ტყვეების მოპყრობის საკოორდინაციო შტაბის მიერ გაწეული მუშაობისთვის. ჩვენ დიდი მისია გვაქვს, ჩვენი მებრძოლების ნაწილი კვლავ ტყვეობაში რჩება, ვმუშაობთ მათ სახლში დასაბრუნებლად", - წერს ერმაკი.
ეგრისის ეროვნული პარკი შეიქმნა
საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის
ივანიშვილის წარმომადგენელი მახაშვილი საფრანგეთში მიღებულ რეზოლუციაზე - უამრავი ტყუილი, ბრალდებაა და ამ აბსურდის საფუძველზე არის მოწოდებები
ნიკა გვარამია: არაფერი საწინააღმდეგო რევოლუციის არ მაქვს, უბრალოდ ვნახე, ამის რესურსები გვაქვს თუ არა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)