13:31 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-31 16:42:13, 615 ნახვა

მსოფლიო
გაეროში ირანის წარმომადგენელი - ირანი აშშ-ის ნებისმიერ თავდასხმას მკაცრად უპასუხებს

ირანი აშშ-ის ნებისმიერ თავდასხმას მკაცრად უპასუხებს, - ამის შესახებ გაეროში ირანის წარმომადგენელმა, ამირ საეიდ ირავანმა განაცხადა.

ირანის წინააღმდეგ საპასუხო რეაგირებას აშშ, იორდანიაში ამერიკულ სამხედრო ბაზაზე მომხდარი შეტევისა და ამერიკელი სამხედროების დაღუპვის გამო გეგმავს.

„ისლამური რესპუბლიკა ქვეყანაზე, მის ინტერესებსა და მოქალაქეებზე ნებისმიერი საბაბით თავდასხმას უმკაცრესად უპასუხებს“, - განაცხადა ირავანმა.

ცნობისთვის, 28 იანვარს, იორდანიაში, სირიის საზღვართან ახლოს, შეერთებული შტატების სამხედრო ბაზაზე დრონით თავდასხმა განხორციელდა. მომხდარის შედეგად სამი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა, 40-მდე კი დაშავდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული ქართული კომპანიების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს
კალაძე: ორი წლის წინ რეაბილიტირებულ მეტროსადგურ „ავლაბარში“ წყალი ისე ჩადიოდა, როგორც გარეთ, შეისწავლეთ საკითხი
Washington Post: აშშ-ს ყოფილი მოკავშირე საქართველო ირანის ორბიტაზე ექცევა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics