13:32 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-30 20:56:51, 726 ნახვა

მსოფლიო
ბაიდენის თქმით, მან მიიღო გადაწყვეტილება, თუ როგორ უპასუხოს აშშ-ის სამხედრო ბაზაზე ირანის თავდასხმას

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილება მიიღო, თუ როგორ უპასუხოს აშშ-ის სამხედრო ბაზაზე ირანის თავდასხმას. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

ბაიდენის თქმით, ირანი პასუხისმგებელია თავდასხმაში გამოყენებული იარაღის მიწოდებაზე, თუმცა დასძინა, რომ მას რეგიონში უკვე ისედაც მაღალი დაძაბულობის გამო ფართო დაპირისპირება არ სურს.

"მე არ ვფიქრობ, რომ ჩვენ გვჭირდება უფრო ფართო ომი ახლო აღმოსავლეთში. ეს ის არ არის, რასაც მე ვეძებ", - განაცხადა ბაიდენმა.

ცნობისთვის, 28 იანვარს, იორდანიაში, სირიის საზღვართან ახლოს, შეერთებული შტატების სამხედრო ბაზაზე დრონით თავდასხმა განხორციელდა.

მომხდარის შედეგად სამი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა, 34 კი დაშავდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული ქართული კომპანიების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს
კალაძე: ორი წლის წინ რეაბილიტირებულ მეტროსადგურ „ავლაბარში“ წყალი ისე ჩადიოდა, როგორც გარეთ, შეისწავლეთ საკითხი
Washington Post: აშშ-ს ყოფილი მოკავშირე საქართველო ირანის ორბიტაზე ექცევა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics