17:15 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-28 11:58:25, 1032 ნახვა

ომი უკრაინაში
პოდოლიაკი - არ არსებობს ფაქტები, რომლებიც Ил-76-ის ჩამოვარდნის გარემოებებს ნათელს მოჰფენს

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, "არ არსებობს ფაქტები, რომლებიც ბელგოროდის რეგიონში რუსული Ил-76-ის ჩამოვარდნის გარემოებებს ნათელს მოჰფენს".

პოდოლიაკის თქმით, კრემლი აღნიშნულ შემთხვევას "აქტიურად იყენებს" და ამავდროულად, საერთაშორისო ჯგუფების ობიექტურ გამოძიებას აფერხებს.

პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი ფიქრობს, რომ რუსეთი ამას ორი მიზეზით აკეთებს.

"პირველი არის უკრაინაში რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების მიწოდების შენელება. ბოლო თვეებში ჩვენ ვნახეთ დიდი რაოდენობით რუსული სტრატეგიული და ტაქტიკური თვითმფრინავების განადგურება. ანუ, რუსეთის ფედერაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკრაინას არ ჰქონდეს შესაძლებლობა, ჩამოაგდოს რუსული თვითმფრინავები ან გამოიყენოს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვა ფრონტის ხაზზე",- ამბობს პოდოლიაკი.

მისივე თქმით, მეორე მიზეზი არის მოსკოვის მცდელობა, "მის მიერ ჩადენილ ომის დანაშაულებზე მსოფლიოს ყურადღება შეამციროს".

"მათ სურთ იმ ამბით თამაში, რომ "ეს ომია, ჩვენ ვარღვევთ ზოგიერთ კონვენციას, მაგრამ ასეა უკრაინაც",- აცხადებს პოდოლიაკი.

შეგახსენებთ, რუსეთში, ბელგოროდში რუსული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი Ил-76 24 იანვარს ჩამოვარდა. 

რუსულმა პროპაგანდისტულმა მედიამ ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბორტზე 65 უკრაინელი ტყვე იმყოფებოდა.

25 იანვარს, უკრაინის უშიშროების სამსახურმა ბელგოროდში მომხდარ ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ეგრისის ეროვნული პარკი შეიქმნა
საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის
ივანიშვილის წარმომადგენელი მახაშვილი საფრანგეთში მიღებულ რეზოლუციაზე - უამრავი ტყუილი, ბრალდებაა და ამ აბსურდის საფუძველზე არის მოწოდებები
ნიკა გვარამია: არაფერი საწინააღმდეგო რევოლუციის არ მაქვს, უბრალოდ ვნახე, ამის რესურსები გვაქვს თუ არა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics