20:13 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-12 21:47:58, 1462 ნახვა

ომი უკრაინაში
სუნაკი - პუტინმა შეიძლება იფიქროს, რომ უფრო მეტხანს გაგვიძლებს, მაგრამ ის ცდება - უკრაინა მარტო არასოდეს იქნება

პუტინმა შეიძლება იფიქროს, რომ უფრო მეტხანს გაგვიძლებს, მაგრამ ის ცდება, უკრაინა არასოდეს იქნება მარტო, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა კიევში, ვოლოდიმრი ზელენსკისთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც სუნაკი აღნიშნავს, გაერთიანებული სამეფო და თავისუფალი სამყარო უკრაინის გვერდით დგომას გააგრძელებს.

"თქვენი თავისუფლების სურვილმა შთააგონა და შეეხო ბრიტანელ ხალხს. ხოლო ჩვენი, მსოფლიოს თავისუფალი სახელმწიფოებისთვის, უკრაინის დახმარება არის ინვესტიცია ჩვენს კოლექტიურ უსაფრთხოებაში. თუ პუტინი გაიმარჯვებს უკრაინაში, ის აქ არ გაჩერდება... სწორედ ამის გამო გაერთიანებული სამეფო და თავისუფალი სამყარო გააგრძელებს უკრაინის გვერდით დგომას, როგორც ამას ვაკეთებდით ამ ომის დაწყების დღიდან“, - განაცხადა სუნაკმა.

ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი კიევში დღეს ჩავიდა.

დღესვე, უკრაინამ და დიდმა ბრიტანეთმა უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შეთანხმებას ხელი მოაწერეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics