21:09 - 13 May, 2026
|
2024-01-03 13:29:26, 1236 ნახვა
ომი უკრაინაში
პოლონეთის საგარეო მინისტრი - რუსეთის თავდასხმას პუტინისთვის გასაგებ ენაზე უნდა ვუპასუხოთ
რუსეთის თავდასხმას პუტინისთვის გასაგებ ენაზე უნდა ვუპასუხოთ, - ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა. მისივე თქმით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები უნდა გამკაცრდეს, რათა მან ვერ შეძლოს იარაღის მოპოვება, რომელსაც უკრაინის წინააღმდეგ გამოიყენებს. „უკრაინაზე ბოლო თავდასხმას პუტინისთვის გასაგებ ენაზე უნდა ვუპასუხოთ: სანქციების გამკაცრებით, რათა მან ვერ შექმნას ახალი იარაღი კონტრაბანდული კომპონენტებით და კიევისთვის რაკეტების მიცემით, რაც საშუალებას მისცემს, გაანადგუროს სამეთაურო ცენტრები“, - წერს სიკორსკი X-ზე. ცნობისთვის, 2 იანვარს უკრაინაზე რუსეთის მასიურ სარაკეტო თავდასხმას, სულ მცირე, 5 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 119 - დაშავდა.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)