|
2023-12-30 13:21:35, 2497 ნახვა
ომი უკრაინაში
ISW - ომის დაწყებიდან რუსეთმა გუშინ უკრაინაზე ყველაზე დიდი სარაკეტო თავდასხმა განახორციელა
ომის დაწყებიდან რუსეთმა გუშინ უკრაინაზე ყველაზე დიდი სარაკეტო თავდასხმა განახორციელა, - აღნიშნულის შესახებ ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) განცხადებაშია აღნიშნული. ISW-ს ცნობით, რუსული ძალების მიერ განხორციელებული დარტყმების სერია, „რუსული ექსპერიმენტების კულმინაციაა თვითმფრინავებისა და რაკეტების სხვადასხვა კომბინაციის გამოყენებით“. "29 დეკემბერს დილით, რუსეთის ჯარებმა უკრაინაზე რაკეტებითა და უპილოტო საფრენი აპარატებით ყველაზე დიდი თავდასხმა განახორციელეს მას შემდეგ, რაც სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ძალების მიერ გუშინ განხორციელებული დარტყმების სერია, როგორც ჩანს, არის რუსული ექსპერიმენტების კულმინაცია თვითმფრინავებისა და რაკეტების სხვადასხვა კომბინაციის გამოყენებით", - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ გუშინ, 29 დეკემბერს რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაზე მასიური სარაკეტო შეტევა განახორციელეს. თავდასხმის შედეგად დაიღუპა 30 და დაშავდა 160-ზე მეტი ადამიანი.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)