|
2023-12-29 15:37:18, 965 ნახვა
ომი უკრაინაში
ზალუჟნი - რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაზე თავდასხმისთვის 150-ზე მეტი დრონი და რაკეტა გამოიყენეს
რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაზე თავდასხმისთვის 150-ზე მეტი დრონი და რაკეტა გამოიყენეს, - აღნიშნულის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ Telegram-ზე დაწერა. ზალუჟნის თქმით, უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 27 დრონი და 87 ფრთოსანი რაკეტა გაანადგურეს. „წინასწარი შედეგების მიხედვით, მტერმა უკრაინის წინააღმდეგ გამოიყენა 158 საჰაერო თავდასხმის საშუალება: სხვადასხვა ტიპის რაკეტები და უპილოტო საფრენი აპარატები. საჰაერო ძალებმა და საშუალებებმა, უკრაინის თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებთან თანამშრომლობით, Shahed-136/131-ის ტიპის 27 დრონი და Х-101/Х-555/Х-55-ის ტიპის 87 ფრთოსანი რაკეტა გაანადგურეს“, - წერს ზალუჟნი. შეგახსენებთ, რომ რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაზე მასიური სარაკეტო იერიში მიიტანეს. უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის, იგორ კლიმენკოს თქმით, ოკუპანტებმა ცეცხლი კიევის რამდენიმე ოლქს გაუხსნეს. თავდასხმების შედეგად დაიღუპა, სულ მცირე, 15 ადამიანი, ხოლო 75 დაშავდა. გარდა ამისა, დაზიანდა ინფრასტრუქტურა, მანქანები და საწყობები.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)