|
2023-12-29 15:17:56, 960 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაზე მასიური სარაკეტო იერიში მიიტანეს - არის მსხვერპლი
რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაზე მასიური სარაკეტო იერიში მიიტანეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი იგორ კლიმენკო ავრცელებს. კლიმენკოს თქმით, ოკუპანტებმა ცეცხლი კიევის რამდენიმე ოლქს გაუხსნეს, თავდასხმების შედეგად კი დაიღუპა, სულ მცირე, 15 ადამიანი, ხოლო 75 დაშავდა. გარდა ამისა, დაზიანდა ინფრასტრუქტურა, მანქანები და საწყობები. მისივე თქმით, თავდასხმა იყო ასევე ლვოვში, სადაც საცხოვრებელი სახლი დაზიანდა, ერთი ადამიანი დაიღუპა, 9 კი დაშავდა. გარდა ამისა, ოკუპანტებმა იერიში დნიპროში, სავაჭრო ცენტრზეც მიიტანეს, სადაც დაიღუპა 5, ხოლო დაშავდა 15 ადამიანი. ოდესაში განხორციელებული იერიშის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, რომელთა ნანგრევების ქვეშაც, ვარაუდობენ, რომ ხალხია მოყოლილი. ოდესაში კიდევ 2 შენობა დაზიანდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა 17-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსიდან 23 ადამიანი გამოიყვანა. სულ დაიღუპა 2 და დაშავდა 15 ადამიანი. გარდა ამისა, თავდასხმა განხორციელდა ზაპოროჟიეს ინფრასტრუქტურულ ობიექტებზეც, სადაც დაიღუპა ერთი და დაშავდა 10 ადამიანი.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)