21:09 - 13 May, 2026
|
2023-12-28 21:42:20, 1196 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - ევროპისა და აშშ-ის უსაფრთხოება რუსეთისთვის გაცემულ ძალისმიერ პასუხზეა დამოკიდებული
ევროპისა და აშშ-ის უსაფრთხოება რუსეთისთვის გაცემულ ძალისმიერ პასუხზეა დამოკიდებული, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და კონგრესს გამოცხადებული 250 მილიონი დოლარის სამხედრო პაკეტისთვის მადლობა გადაუხადა. "მადლობას ვუხდი ჯო ბაიდენს, კონგრესს, ამერიკელ ხალხს გუშინ გამოცხადებული 250 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტისთვის. საჰაერო თავდაცვის დამატებითი რაკეტები და კომპონენტები, ტანკსაწინააღმდეგო იარაღი, საბრძოლო მასალა და სხვა აღჭურვილობა დაფარავს უკრაინის საჭიროებებს", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ცნობისთვის, აშშ-მა უკრაინას 250 მლნ დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების პაკეტი გამოუყო.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)