03:34 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-27 20:24:05, 797 ნახვა

მსოფლიო
ნეთანიაჰუ - ერდოღანი ქურთების გენოციდს ატარებს - ის უკანასკნელია, ვისაც შეუძლია, მორალი გვასწავლოს

ერდოღანი ქურთების გენოციდს ატარებს და რეკორდი აქვს დამყარებული ციხეში მყოფი, მისი მმართველობის მოწინააღმდეგე ჟურნალისტების რაოდენობით, ის უკანასკნელია, ვისაც შეუძლია, მორალი გვასწავლოს, - ასე უპასუხა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებას, სადაც ერდღანმა ნეთანიაჰუ ჰიტლერს შეადარა.

როგორც ნეთანიაჰუ აღნიშნავს, ისრაელის თავდაცვის ძალები ყველაზე მორალური არმიაა მთელ მსოფლიოში, რომელიც იბრძვის და ანადგურებს ყველაზე ამაზრზენ და ძალადობრივ ტერორისტულ ორგანიზაციას მსოფლიოში.

„ისრაელის თავდაცვის ძალები ყველაზე მორალური არმიაა მთელ მსოფლიოში, რომელიც იბრძვის და ანადგურებს ყველაზე ამაზრზენ და ძალადობრივ ტერორისტულ ორგანიზაციას მსოფლიოში, ჰამას-დაეშს, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ და ერდოღანი მას აქებს და მასპინძლობს მათ ლიდერებს“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ცნობისთვის, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ისრაელის პრემიერ მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ღაზის სექტორში მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობაში დაადანაშაულა და ჰიტლერს შეადარა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics