|
2023-12-27 10:52:36, 1304 ნახვა
ომი უკრაინაში
დანილოვი - რუსეთის ფედერაციის ფლოტის 20% აღარ არსებობს
რუსეთის ფედერაციის ფლოტის 20% აღარ არსებობს, - ამის შესახებ უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა. დანილოვის თქმით, უკრაინულ მხარეს სურს, რომ "ტერიტორიების გათავისუფლებასთან დაკავშირებით ბევრად უკეთესი მდგომარეობა ჰქონდეს". "რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა, რომ ბევრად უკეთესი მდგომარეობა გვქონდეს ჩვენი ტერიტორიების გათავისუფლებასთან დაკავშირებით, მაგრამ ამ პროცესის პარალელურად, შავ ზღვაში ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი მოვლენები ხდებოდა. ამ ვითარებასთან დაკავშირებით, რუსეთის ფედერაციის ფლოტის 20% აღარ არსებობს... ის რაც მოხდა, აშკარა დასტურია იმისა, რომ ჩვენს სამხედროებს ყირიმის საკითხი ესმით და ჩვენთვის ის ძალიან მნიშვნელოვანია ისევე, როგორც ჩვენი დანარჩენი ტერიტორიები", - განაცხადა დანილოვმა. შეგახსენებთ, რომ გუშინ, 26 დეკემბერს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსული სადესანტო გემი „ნოვოჩერკასკი“ გაანადგურეს.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)