|
2023-12-27 08:53:32, 1224 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის რკინიგზის სადგური დაბომბეს - არიან დაღუპულები და დაშავებულები
რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის რკინიგზის სადგური დაბომბეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. როგორც უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა, იგორ კლიმენკომ განაცხადა, რკინიგზის სადგურზე, დაახლოებით, 140 მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფებოდა და საევაკუაციო მატარებლის გამგზავრებას ელოდებოდა. მისივე თქმით, თავდასხმის შედეგად, პოლიციის ლეიტენანტი გარდაიცვალა, 2 პოლიციელი და 2 მშვიდობიანი მოქალაქე კი დაშავდა. მომხდარს გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და აღნიშნა, რომ ადგილზე ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობს. "რთული დღეა. გავრცელდა ინფორმაცია ხერსონის დაბომბვის შესახებ. რუსეთი თავს დაესხა რკინიგზის სადგურს. სადგური ევაკუირებულია. ახლა ყველა შესაბამისი სამსახური ადგილზეა. დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა ამ მომენტისთვის ზუსტდება. შემთხვევის ადგილზე უამრავი მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფებოდა. ყველა ინფორმაციას შესაბამისი სამსახურები მოგვაწვდიან“, - განაცხადა ზელენსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)