|
2023-12-25 23:49:04, 1340 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებული ძალები - მარინკასთვის ბრძოლები გრძელდება - მის სრულად დაპყრობაზე საუბარი არაკორექტულია
დასახლებულ პუნქტ მარინკასთვის ბრძოლები გრძელდება და მის სრულად დაპყრობაზე საუბარი არაკორექტულია, - ამის შესახებ თავრიდის მიმართულებით თავდაცვის ძალების ერთობლივი პრესცენტრის სპიკერმა, ალექსანდრ შტუპუნმა განაცხადა. მისივე თქმით, უკრაინელი სამხედროები მარინკას ადმინისტრაციულ საზღვრებში არიან განლაგებულები, თუმცა ქალაქი მთლიანად განადგურებულია. "მარინკასთვის ბრძოლები გრძელდება. ახლა ჩვენი სამხედროები მარინკას ადმინისტრაციულ საზღვრებში არიან განლაგებული. მაგრამ ქალაქი მთლიანად განადგურებულია. მარინკას სრულად დაპყრობაზე საუბარი არაკორექტულია", - განაცხადა ალექსანდრ შტუპუნმა. ცნობისთვის, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ ვლადიმერ პუტინს განუცხადა, რომ რუსულმა ძალებმა აღმოსავლეთ უკრაინაში მდებარე ქალაქ მარინკაზე სრული კონტროლი მოიპოვეს.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)