|
2023-12-25 18:34:58, 1330 ნახვა
ომი უკრაინაში
არახამია - უკრაინის სამხედრო სარდლობა რადას 500 000 სამხედრო მოსამსახურის მობილიზების მოთხოვნით მიმართავს
უკრაინის სამხედრო სარდლობა რადას 500 000 სამხედრო მოსამსახურის მობილიზების მოთხოვნით მიმართავს, - ამის შესახებ უკრაინის რადას ფრაქცია "ხალხის მსახურის" თავმჯდომარემ, დავით არახამიამ განაცხადა. არახამიას თქმით, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გარკვევით და ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეიარაღებულ ძალებში სამსახურისთვის ყოვლისმომცველი მიდგომაა საჭირო. "სამხედრო სარდლობამ 500 000 სამხედრო მოსამსახურის მობილიზების მოთხოვნა შეიტანა. მთავრობა წესების დადგენაზე მუშაობს. პრეზიდენტმა გარკვევით და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საჭიროა ყოვლისმომცველი მიდგომა შეიარაღებულ ძალებში სამსახურისთვის. უბრალოდ ახალი ხალხის შეკრება და მათი პრობლემების გადაჭრა, ვინც ახლა მსახურობს, არ არის გამოსავალი. პარლამენტი ელოდება მზა დოკუმენტს, რომლის განხილვაც შესაძლებელია კომიტეტში", - განაცხდა არახამიამ.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)