|
2023-12-24 12:36:36, 1671 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსებმა ხერსონის ოლქი დაბომბეს - არის მსხვერპლი
რუსებმა, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ხერსონის ოლქი 88-ჯერ დაბომბეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ალექსანდრ პროკუდინზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც პროკუდინი Telegram-ზე წერს, ოკუპანტებმა ნაღმმტყორცნებიდან, არტილერიიდან, "გრადებიდან", ტანკებიდან, ZU-23-2-დან, უპილოტო საფრენი აპარატებიდან 425 ჭურვი ისროლეს. პროკუდინის ინფორმაციით, დაიღუპა 4 ადამიანი, დაშავდა 9 პირი, მათ შორის ერთი ბავშვი. როგორც უკრაინული მედია წერს, ღამით რუსეთის არმიამ ხერსონის ცენტრალური ნაწილიც დაბომბა. "საარტილერიო ჭურვი საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, რის შედეგადაც 87 წლის მამაკაცი და მისი 81 წლის მეუღლე ადგილზევე დაიღუპნენ. მაშველებმა ნანგრევების გაწმენდისას მამაკაცის ცხედარი ქალაქის ცენტრალურ უბანშიც იპოვეს. მისი ვინაობა დგინდება. 54 წლის ხერსონელმა კაცმა კონტუზია და ფეხის დაზიანება მიიღო. დახმარების შემდეგ მან უარი თქვა ჰოსპიტალიზაციაზე",- წერს მედია.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)