|
2023-12-23 15:36:53, 1339 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ ბახმუტთან სამხედროების კრიტიკული დანაკლისი აქვთ
უკრაინაში აცხადებენ, რომ ბახმუტის მიმართულებით სამხედროების ნაკლებობა აქვთ და ეს საბრძოლო მასალის დეფიციტზე დიდი პრობლემაა. ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ ეთერში მე-5 ცალკეული მოიერიშე ბრიგადის მეორე ბატალიონის მეთაურის მოადგილემ, ალექსეი ტარასენკომ განაცხადა. როგორც ტარასენკო აღნიშნავს, ბახმუტის მიმართულებაზე ჯარისკაცების დანაკლისის შევსება სათანადოდ ვერ ხერხდება, რის გამოც მოსალოდნელია სამხედროების ახალი ტალღის მობილიზება. „ეს არა მხოლოდ დანაკლისია, ეს კრიტიკული დანაკლისია. ადამიანების ნაკლებობა უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის პრობლემას წარმოადგენს. უფრო დიდ პრობლემასაც კი, ვიდრე საბრძოლო მასალის დეფიციტი“, - განაცხადა ტარასენკომ. ცნობისთვის, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმა განაცხადა, რომ უკრაინა საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეების ჯარში გაწვევას გეგმავს.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)