|
2023-12-22 14:14:15, 1363 ნახვა
სამართალი
საია - რაჭის ტყეების აქციაზე დაკავებული რამდენიმე პირი სასამართლომ სამართალდამრღვევად არ მიიჩნია
რაჭის ტყეების გასხვისების საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული რამდენიმე პირი სასამართლომ სამართალდამრღვევად არ მიიჩნია, - აღნიშნულის შესახებ "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" (საია) განცხადებაშია ნათქვამი. როგორც საიას განცხადებაში ვკითხულობთ, 2023 წლის 29 ნოემბერსა და 15 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ განიხილა 18 ნოემბერს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, რაჭის ტყეების გასხვისების საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული 11 პირის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე და დაკავებულებიდან 2 პირის მიმართ არსებული საქმე, რომელთა ინტერესებსაც საია წარმოადგენდა, სამართალდარღვევის ნიშნების არარსებობის გამო სასამართლომ შეწყვიტა. "დაკავებულებს სამართალდამცავი უწყება ედავებოდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენას, რაც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. სასამართლომ იხელმძღვანელა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტით და განმარტა, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე სისხლის სამართალწარმოებისთვის დამახასიათებელი უდანაშაულობის პრეზუმფცია უნდა იქნეს გამოყენებული. შესაბამისად, სწორედ სამართალდამცავი ორგანოა ვალდებული, სათანადო მტკიცებულებებით, უტყუარად დაასაბუთოს პირის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა, უტყუარ მტკიცებულებად კი ვერ ჩაითვლება მარტოოდენ სამართალდამცავთა ჩვენებები. სასამართლომ, სამართალდარღვევის საქმეების შეწყვეტის საფუძვლად პირების ქმედებაში სამართალდარღვევის ნიშნების არარსებობა დაასახელა, რადგან სამართალდამცავმა უწყებამ ვერ შეძლო საპირისპირო მტკიცებულებების წარმოდგენა. გადაწყვეტილება, ამ დროისთვის, არ არის კანონიერ ძალაში შესული, რადგან იგი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში", - აღნიშნულია საიას განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)