02:37 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-21 22:47:06, 779 ნახვა

მსოფლიო
ლაიენი - შოკირებული ვარ იმით, რასაც დღეს პრაღაში რამდენიმე სიცოცხლე შეეწირა - დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს ვუცხადებ

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი პრაღის უნივერსიტეტში სროლის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ევროკომისიის პრეზიდენტი აღნიშნავს, ის შოკირებულია იმით, რაც პრაღის დედაქალაქში მოხდა.

„შოკირებული ვარ იმით, რასაც დღეს პრაღაში რამდენიმე სიცოცხლე შეეწირა. ღრმა სამძიმარს ვუცხადებ მსხვერპლთა ოჯახებს და მთელ ჩეხ ხალხს. ჩვენ თქვენ გვერდით ვდგავართ და თქვენთან ერთად ვგლოვობთ“, - წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

ცნობისთვის, პრაღის უნივერსიტეტში სროლის შედეგად დაიღუპა ათი და დაშავდა 25 ადამიანი - თავდამსხმელი განეიტრალებულია.

ამასთან ერთად, განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საგანგებოდ, 24-საათიან რეჟიმში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზი : +420 777 222 053 ამოქმედდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, პრაღაში სროლის შედეგად დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics