01:43 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-18 18:59:03, 790 ნახვა

მსოფლიო
გვინეის დედაქალაქში ნავთობის ტერმინალში აფეთქებას, სულ მცირე, 8 ადამიანი ემსხვერპლა - არიან დაშავებულებიც

გვინეის დედაქალაქ კონაკრიში ნავთობის ტერმინალში აფეთქებას, სულ მცირე, 8 ადამიანი ემსხვერპლა, 84 ადამიანი კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

როგორც გვინეის ხელისუფლების განცხადებაშია ნათქვამი, ხანძრის წარმომავლობა უცნობია და აღნიშნავენ, რომ გამოძიება დაიწყება, რათა დადგინდეს მომხდარის მიზეზი და დადგინდეს ვინ შეიძლება იყოს პასუხისმგებელი.

ამასთან, მთავრობამ მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდა.

"ხელისუფლება ღრმა შეშფოთებას გამოხატავს ამ მოვლენის გამო, რომლის მასშტაბები და შედეგები შესაძლოა, პირდაპირ აისახოს მოსახლეობაზე", - წერია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics