|
2023-12-18 14:40:56, 816 ნახვა
მსოფლიო
ლოიდ ოსტინი ისრაელში ჩავიდა
ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ისრაელში ჩავიდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. BBC-ის ცნობით, ლოიდ ოსტინი ისრაელის თავდაცვის მინისტრთან, იოავ გალანტთან და პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან გამართავს მოლაპარაკებებს. ამასთან, როგორც საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი წერს, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა განაცხადა, რომ მოსალოდნელი იყო განხილვის საგანი ყოფილიყო ისრაელის გეგმა ომის შემდეგ ეტაპზე გადასვლის შესახებ. შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს, "ჰამასმა" ისრაელზე საჰაერო და სახმელეთო იერიშები წამოიწყო, 11 ოქტომბერს, ისრაელში დიდი ბრიტანეთის იმჟამინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიმს კლევერლი ჩავიდა. 12 ოქტომბერს, ქვეყანას ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ეწვია, იქიდან კი, იორდანიაში, კატარში, ბაჰრეინში, საუდის არაბეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ეგვიპტეში გაემგზავრა. მას შემდეგ, რაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი აღნიშნული ქვეყნების ოფიციალურ პირებს, მათ შორის პალესტინის პრეზიდენტს, მაჰმუდ აბასს შეხვდა, 16 ოქტომბერს კვლავ ისრაელში დაბრუნდა. მდივნის მეორე ვიზიტი 3, მესამე ვიზიტი კი 29 ნოემბერს შედგა. 13 ოქტომბერს, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი, ევროკომისიისა და ევროპარლამენტის პრეზიდენტები, ურსულა ფონ დერ ლაიენი და რობერტა მეცოლა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკიც ეწვივნენ. 15 ოქტომბერს, ქვეყანაში ასევე იმყოფებოდა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კატრინ კოლონა. 17 ოქტომბერს, ისრაელს გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, 18 ოქტომბერს, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, 19 ოქტომბერს, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი, 23 ოქტომბერს, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი და ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე, ხოლო 24 ოქტომბერს, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ეწვივნენ. 23 ნომბერს, ისრაელში პირველი ოფიციალური ვიზიტით დიდი ბრიტანეთის ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ კამერონი ჩავიდა.
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)