07:27 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-14 12:01:31, 1061 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოს ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის ეროვნული გზამკვლევისადმი მიძღვნილი მეორე პლენარული შეხვედრა გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი საქართველოს ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის ეროვნული გზამკვლევისადმი მიძღვნილ მეორე პლენარულ შეხვედრას დაესწრო.

„ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ მწვანე ეკონომიკაზე, რომლის შემადგენელი ნაწილიც არის ცირკულარული ეკონომიკა, რომელზეც კეთდება მთავარი აქცენტები. ეს არის ახალი პლატფორმა და სწორი გზა, რომ ხელი შევუწყოთ მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებას და გვაძლევს საშუალებას, ნარჩენი გამოვიყენოთ მეორე ციკლში, როგორც ნედლეული და შევქმნათ ახალი, დამატებითი ღირებულება და ახალი სამუშაო ადგილები. ქვეყანას შემუშავებული აქვს ცირკულარული ეკონომიკის ე.წ. მეფინგი. საქართველო ორიენტირებულია მწვანე ეკონომიკის დანერგვაზე. შემდეგი ეტაპი გზამკვლევის შემუშავებაა, რათა განვსაზღვროთ სტრატეგია და ღონისძიებათა ნუსხა“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

პლენარულ შეხვედრაში საქართველოს მთავრობის მიერ ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის ხელშეწყობის მიზნით დაარსებულმა უწყებათშორისმა საკოორდინაციო საბჭომ და გზამკვლევის შემუშავებაზე პასუხისმგებელი ორგანიზაციის, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისის“ ექსპერტთა გუნდმა მიიღო მონაწილეობა. 

შეხვედრის ფარგლებში, სბმკ „ორქისის“ ექპერტებისა და უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრების მონაწილეობით მრგვალი მაგიდა გაიმართა, რომლის მიზანი ცირკულარობის დონის შეფასების 2022 წლის ანგარიშის ძირითადი რეკომენდაციების განხილვა და ცირკულარობის გზამკვლევის შემუშავებისათვის სამუშაო მიმართულებების განსაზღვრა წარმოადგენდა.

პლენარული შეხვედრა გაიმართა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სბმკ „ორქისი“ ორგანიზებით, გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის „მმართველობის რეფორმის ფონდი“ (GRF) ქვეპროექტის „ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის პროცესში საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა მმართველობისა და პოლიტიკის გასაძლიერებლად“ ფარგლებში, რომელსაც შვედეთის მთავრობა აფინანსებს. აღნიშნულ ქვეპროექტს სბმკ „ორქისი“ ახორციელებს, ხოლო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მაკოორდინირებელი როლი აკისრია.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics