|
2023-12-13 16:43:51, 807 ნახვა
მსოფლიო
მიშელის წერილი EU-ის წევრებს - გადაწყვეტილების მიღების დროა - ჩვენ უკრაინის მიმართ ვალდებულებები უნდა შევასრულოთ
ახლა გადაწყვეტილების მიღების დროა. მოგიწოდებთ ყველას, მობრძანდეთ კომპრომისის სულისკვეთებით, კოლექტიური პასუხისმგებლობის გრძნობით. მოუთმენლად ველი თქვენს ნახვას ბრიუსელში, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წერილშია ნათქვამი, რომელსაც ის ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებს სამიტზე მისაწვევად უგზავნის. როგორც მიშელი აღნიშნავს, ევროკავშირმა უკრაინის მიმართ საკუთარი ვალდებულებები უნდა შეასრულოს. "2022 წლის 24 თებერვალი გარდამტეხი იყო ევროპის ისტორიაში. ჩვენს კონტინენტზე ომის დაწყების შემდეგ, ჩვენ მივიღეთ არაერთი უპრეცედენტო გადაწყვეტილება უკრაინის მხარდასაჭერად და პარალელურად ევროპის სუვერენიტეტის გასაძლიერებლად. ცხრამეტი თვის შემდეგ ჩვენ კიდევ ერთხელ ვდგავართ თამამი გადაწყვეტილებების მიღების აუცილებლობის წინაშე. ისინი საჭიროებენ ჩვენს კოლექტიურ ძალას, მონდომებას და სითამამეს სწორი არჩევანის გასაკეთებლად. ჩვენ უნდა შევასრულოთ ჩვენი ვალდებულებები უკრაინის მიმართ და ვიყოთ საიმედო და ძლიერი პარტნიორი. ჩვენ უნდა მივაწოდოთ უკრაინას მუდმივი და მდგრადი პოლიტიკური, ფინანსური და სამხედრო მხარდაჭერა და კერძოდ, მივაღწიოთ შეთანხმებას მისი გრძელვადიანი სტაბილურობისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფაზე. ჩვენ ასევე უნდა დავთანხმდეთ უკრაინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნაზე, რითიც მას აუცილებელი სიგნალი მივცეთ და კიდევ უფრო დავაახლოოთ იგი ჩვენს ევროპულ ოჯახთან. ჩვენ ასევე უნდა მივიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები წევრობის სხვა პრეტენდენტებისთვის. ამავე დროს, ვიმუშაოთ, რათა ჩვენი კავშირი იყოს მზად მომავლისთვის და ახალი წევრების მისაღებად... მეტი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ სწრაფად განხორციელდეს კავშირის მიზნები თავდაცვის მზადყოფნის გაზრდის შესახებ. ჩვენ ასევე უნდა ვიმუშაოთ თავდაცვის შიდა ბაზრის შექმნაზე, რაც გადამწყვეტია ამ სფეროში ჩვენი კავშირის გასაძლიერებლად", - ნათქვამია შარლ მიშელის წერილში.
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ეუთოს საგანგებო შეხვედრაზე საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)