03:47 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-13 10:04:25, 894 ნახვა

სამართალი
სააგენტო - სოფელ კინჩხას მიმდებარე ტერიტორიაზე ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა

​ეროვნული სატყეო სააგენტოს იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა ხონის მუნიციპალიტეტში, სოფელ კინჩხას მიმდებარე ტერიტორიაზე ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, სამართალდამრღვევებმა სახელმწიფო ტყეში 5 კუბური მეტრი წიფლის სახეობის ხე-ტყე უკანონოდ მოიპოვეს.

„სატვირთო ავტომობილი დალუქულია და გადაყვანილია ხონის საქმიან ეზოში. ბრაკონიერების მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის ორგანოში გადაიგზავნება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპი ფაშინიანს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს
როგორ შეცვალა ციფრულმა განვადებამ E-commerce გაყიდვები საქართველოში
ივანიშვილის ყოფილი პირადი მცველი შს მინისტრის მოადგილედ დაინიშნა
ნანუკა ჟორჟოლიანი ენმ-სთან კონსულტაციებს ადასტურებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics